ნიდერლანდები “ლოქდაუნისთვის” ემზადება – პრემიერმა შეზღუდვები დააანონსა

ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტის თქმით, ზამთრის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში მინიმუმ სამკვირიანი „ლოქდაუნი“ იგეგმება, რომელიც შეეხება კვების ობიექტებს, მაღაზიებს, სპორტულ ღონისძიებებს და სხვა სახის ხალხმრავალ შეკრებებს.
ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად ამოქმედდება, რადგან დასავლეთ ევროპაში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
ასევე, რისკების შემფასებელ ყოველკვირეულ მოხსენებაში, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებად დასახელებულია: ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი და სლოვენია.

წყარო: /www.france24.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები