ნათია თურნავა: ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება
“დღეს სტატისტიკის სამსახურმა საგარეო ვაჭრობის ოქტომბრის თვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საკმაოდ დადებითია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 31,4%-ით არის გაზრდილი”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, წლევანდელი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება.
“კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ექსპორტის ზრდამ იმპორტის ზრდას გადააჭარბა. თუ ექსპორტი გაიზარდა 31,4%-ით, იმპორტის ზრდა არის მხოლოდ 24%. ამას აღვნიშნავთ იმიტომ, რომ პირველი შედეგები გამოიღო უკვე ჩვენმა პოლიტიკამ, რომელიც ორიენტირებულია იმპორტის ჩანაცვლებაზე და ექსპორტის წახალისებაზე. ექსპორტის ზრდა არის დიდი შემომტანი ეკონომიკურ ზრდაში და ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. აქვე ვიტყვი, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა გადავწყვიტეთ და უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ეს არის ძალიან საფუძველი იმისა, რომ მივაღწიოთ სიღარიბის დაძლევას და მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ ჩვენი პროგრამების მეშვეობით“, – განაცხადა თურნავამ.