ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადეს
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 100 000 მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, პარაკლისი გადაიხადეს. მეტეხის ხიდზე პარაკლისი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ და ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აღავლინეს. დასრულების შემდეგ, მრევლმა და სასულიერო პირებმა წამებულთა პატივისცემის ნიშნად, მტკვარში ყვავილები ჩაყარეს.
საპატრიარქოს განმარტებით, წელს პანდემიის გამო ეს დღე მასშტაბურად, ტრადიციული მსვლელობით არ აღინიშნება.
100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.