რეჟისორი ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა

რეჟისორი ერმალო მაღრაძე, რომელიც კორონავირუსის მძიმე ფორმას ებრძოდა, გარდაიცვალა.

რეჟისორი კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში 4 ნოემბრიდან მკურნალობდა. მას ფილტვის ქსოვილის 80% ჰქონდა დაზიანებული. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის მომენტიდან მძიმე იყო.

„პაციენტის გადასარჩენად, კლინიკის გუნდმა ყველაფერი გააკეთა, თუმცა სამწუხაროდ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და ქვეყანას“, – თქვა „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრის რეანიმაციის მთავარმა სპეციალისტმა ირმა მესხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები