კომპანია ,,ლაიმი“- სწორი გადაწყვეტილება თქვენი სანიტარული პრობლემებისთვის
ბიო ტუალეტის გამოყენება პირველად შეერთებულ შტატებში დაიწყეს გასული საუკუნის 40-იან წლებში. მალევე ეს გამოგეონება საკმაოდ პოპულარული გახდა ისეთ დარგებში, როგორებიცაა: სამშენებლო ინდუსტრია, გარე ღონისძიებები, სამხედრო წვრთნები და ა.შ. თავდაპირველი, ხისა და ლითონის კონსტუქციის ბიო ტუალეტი მძიმე და რთულად გადასაადგილებელ მოწყობილობას წარმოადგენდა და არასასიამოვნო სუნითაც გამოირჩეოდა. მოგვიანებით, ხე მსუბუქმა ბოჭკოვანმა პლასტმასმა ჩაანაცვლა, ხოლო ბიოქიმიის გამოგონებამ, მას, სიმსუბუქესთან ერთად, სასიამოვნო არომატიც შესძინა. შესაბამისად, ბიო ტუალეტების პოპულარობა შტატებიდან მთელ განვითარებულ მსოფლიოში გავრცელდა და ის, როგორც ჩვეულებრივი, შიდა ტუალეტების ალტერნატივა, ბევრი ინდუსტრიისთვის აუცილებელი პროდუქტი გახდა.
კომპანია Limegeorgia-ს ისტორიაც სწორედ შეერთებული შტატებიდან იწყება, სადაც მისმა დამფუძნებელმა, დავით ჯიმშელაძემ ამ სფეროში დიდი გამოცდილება შეიძინა, რომელიც შემდგომ საქართველოში გამოიყენა. კომპანია ლაიმი აღჭურვილია მხოლოდ ამერიკული წარმოების ბიო ტუალეტებითა და მისი მოსამსახურე მანქანა-დანადგარებით. რადგან ეს სფერო სერვისის სექტორს განეკუთვნება, მომსახურების სტანდარტებიც ამერიკულია, რაც გამოიხატება შემდეგში:
- შეკვეთის შესაძლებლობა 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე;
- სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
- კვალიფიცირებული, ზრდილობიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული თანამშრომლები;
- მუდმივ კლიენტებზე მორგებული ლოიალობის პროგრამები.
აღსანიშნავია, რომ, როგორც წესი, მომხმარებლები ბიო ტუალეტებს არ იძენენ, არამედ ქირაობენ რაიმე კონკრეტული მიზნის ან პროექტისთვის. სამშენებლო უბნები, მუსიკალური ფესტივალები, სამხედრო წვრთნები ან ნებისმიერი გარე ღონისძიება… თუ თქვენ მსგავსი ღონისძიების ორგანიზებას გეგმავთ (მაგალითად: კონცერტი, დაბადების დღე, პიკნიკი, აქცია და ა.შ.) და თქვენი სტუმრების კომფორტი და უხერხულობის თავიდან აცილება თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ბიო ტუალეტები და პორტატიული ხელსაბანები ამაში დაგეხმარებათ.

შეკვეთის შემთხვევაში, კომპანია „ლაიმის“ კვალიფიცირებული პერსონალი უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას და სპეციალიზირებული ავტომობილით მომსახურებას, რაც გულისხმობს: მაღალი წნევით რეცხვასა და სრულ დასუფთავებას, ბიოქიმიით, ტუალეტის ქაღალდით, საპნითა და ხელსახოცებით აღჭურვას.
ბიო ტუალეტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია და ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემოს დაცვაში. კერძოდ, ის ხელს უშლის ფეკალური მასების ჩადინებას მიწისქვეშა გამდინარე წყლებში, ანადგურებს დაავადების გამომწვევ ვირუსებსა და ბაქტერიებს და ხელს უწყობს სუფთა წყლის დაზოგვას. როგორც „ლაიმის“ დამფუძნებელი, დავით ჯიმშელაძე აცხადებს, კომპანიის ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, მათი მთავარი ამოცანა ეკოლოგიაზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. სწორედ ამიტომ, კომპანია „ლაიმის“ ბიო ტუალეტები საუკეთესო არჩევანი და გადაწყვეტილებაა თქვენი სანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად.