თამარ გაბუნია სააკაშვილის ექიმს პასუხობს: მოთხოვნაზე, რომელიც შემოვა პენიტენციური სამსახურიდან ნებისმიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გვაქვს მზაობა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმის მოწოდებას, რომ სამინისტრო შეხვდეს კონსილიუმს და პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი გადაწყვიტოს, პასუხობს.
გაბუნიას განმარტებით, სამინისტრო გამოთქვამს მზაობას, განიხილოს პენიტენციური სამსახურიდან შესული ნებისმიერი მოთხოვნა დაუყოვნებლივ განიხილოს.
„მოთხოვნაზე, რომელიც პენიტენციური სამსახურიდან და იუსტიციის სამინისტროდან მოვა ნებისმიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გვაქვს მზაობა. ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში შემოვა იუსტიციის სამინისტროდან, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ განიხილება და ჯანდაცვის სამინისტრო სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნავს თამარ გაბუნია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდა შეხვდეს კონსილიუმის წევრებს და ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება.