ივანე ჩხაიძე: თუ 2020 წელს ბავშვთა ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 5-7% იყო, დღეს 15 პროცენტია
თუ 2020 წელს ბავშვთა ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 5-7% იყო, დღეს ბავშვების ხვედრითი წილი 15 პროცენტია”, – ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
“100 ინფიცირებულიდან 15 არის ბავშვი. ყველა ეს ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვების ვაქცინაცია არის ერთ-ერთი სერიოზული და აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას პანდემიის კონტროლის გზაზე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.