“ვაკონტროლებთ ყველაფერს” – პატრიარქის პირადი ექიმი

“ექიმების მთელი გუნდი მუშაობს, რომ უსაფრთხო იყოს უწმინდესთან ვიზიტები, ვაკონტროლებთ ყველაფერს”, – ამის შესახებ “კვირას” საქართველოს კათალიკოს პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა.

მისი თქმით, პატრიარქს არცერთ ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია.

“ექიმების მთელი გუნდი მუშაობს, რომ უსაფრთხო იყოს უწმინდესთან ვიზიტი. მას არცერთ ინფიცირებულ მეუფესთან კონტაქტი არ ჰქონია. ვაკონტროლებთ ყველაფერს. პატრიარქი თავს კარგად გრძნობს”, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს (მუჯირი) და სინოდის კიდევ 2 წევრს – აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავით მახარაძეს, ასევე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები