როდემდე აქვს ვადა “ფაიზერის” ვაქცინებს – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ქვეყანაში ვაქცინის, მათ შორის, “ფაიზერის” საკმარისი რაოდენობაა და მათ ნაწილს ვადა მარტის ბოლომდეც აქვს.

„დღეს ქვეყანაში 900 000-მდე დოზა “ფაიზერია”. აქედან უმრავლესობას, დაახლოებით, 700 000 დოზას მარტის ბოლომდე აქვს ვადა, ნაწილს, 200 000-მდე დოზას – იანვრისა და თებერვლის ბოლომდე. ამიტომ, დოზები საკმარისია ყველასთვის – ბუსტერისთვისაც. დღეს დილას უკვე 7 000-ზე მეტი აცრა გვაქვს. ასეთი მაჩვენებელი ნოემბრის განმავლობაში აღარ გვქონია. ანუ იმ ინცენტივებმა და ახალმა რეგულაციებმა – იმან, რომ 1-ელი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები რომ უნდა შემოვიდეს, რომ აცრილ ხანდაზმულ ხალხს, 60 წლის ზემოთ ვინცაა, მეტ ინცენტივს ვაძლევთ, უკვე, გარკვეული ეფექტი მოგვცა. დიდი იმედი მაქვს, ვაქცინაციის მონაცემები თანდათან მოიმატებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები