გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აგროტურიზმში ჩართული ქალებისთვის ეკონომიკური გაძლიერების პროექტს იწყებენ

გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ქალ მეწარმეთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ახალ, ორწლიან პროექტს იწყებენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი განკუთვნილია ქალებისთვის, რომლებიც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, დედაქალაქის გარდა, აგროტურისტულ ობიექტს მინიმუმ 1 წელია, მართავენ და ბიზნესის განვითარებისთვის დამატებით რესურსებს ეძებენ. ინიციატივა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება, მისი მონაწილეები კი კონკურსის საფუძველზე შეირჩევა.

პროექტის მონაწილეები საქმიანობის განვითარების მიზნით, სასწავლო ტრენინგებს გაივლიან, შესაბამისი კონკურსის გამარჯვებულები კი საგრანტო დაფინანსებასაც მიიღებენ. დაინტერესებულმა კანდიდატებმა 30 ნოემბრის ჩათვლით განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/iKLcLJr87YENtcjh6 გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ქალთა მეწარმეობის გაძლიერებაზე 2018 წლიდან მუშაობს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში”, რომელიც 2018-2020 წლებში, დასავლეთ საქართველოში განხორციელდა. მის ფარგლებში ქალებმა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით ეწევიან, ტრენინგები გაიარეს, ახალი ცოდნა და უნარები შეიძინეს.

მათმა ნაწილმა კი პროექტში მიღებული დაფინანსებით საკუთარი ბიზნესი წარმატებით განავითარა. „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის” სწორედ ამ ინიციატივის გაგრძელებას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები