თბილისში, “ნაცმოძრაობის” ორგანიზებით, საპროტესტო აქცია ხვალ ორ ლოკაციაზე გაიმართება
“ნაციონალური მოძრაობისა” და მათი მხარდამჭერების აქცია ხვალ, 12 ნოემბერს, 14:00 საათზე თბილისში ორ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.
აქციები პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ დააანონსა.
„გეგმა უცვლელია გამარჯვებამდე, ამიტომ, ჩვენ შევიკრიბებით გეოგრაფიულად 2 განსხვავებულ წერტილში დედაქალაქში – „300 არაგველის“ მეტროსთან 14:00 საათზე და მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა შესასვლელ – გამოსასვლელთან 14:00 საათზე. ბრძოლა გამარჯვებამდე, ბრძოლა ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავლამდე”, – განაცხადა მელიამ.