ნიკა მელია: ყოველდღე კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები გაიმართება – ბევრი სიურპრიზიც გელოდებათ

“დღეს აქ რაც ხდება, მონაგონი იქნება. ყოველდღე კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები გაიმართება და ბევრი სიურპრიზიც გელოდებათ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქციები მშვიდობიანი იქნება.

„ძალიან საჯაროდ განვუცხადეთ, რომ გადავდივართ ახალ, საპროტესტო ტიპის მოძრაობაზე, რომელიც გულისხმობს ყოველდღიურ აქციებს, ყველგან მისვლას მშვიდობიანად, სადაც ეს მკვლელები და დამნაშავეები იკრიბებიან. დღეს აქ რაც ხდება, მონაგონი იქნება. ყოველდღე კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები გაიმართება და ბევრი სიურპრიზიც გელოდებათ. პროვოკაციებზე ვერ წამოგვაგებთ და მშვიდობიანი აქციები აზვირთდება მანამ, სანამ არ წაილეკება რეჟიმის ხელმძღვანელობა, რეჟიმის თავში მყოფი უწიგნური ადამიანები”, – განაცხადა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები