“სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე გარკვეული წუხილები გვაქვს, მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სწრაფად შესრულებისთვის”

“მივესალმები სიახლეს, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მივიღეთ, რომ ამ საქმეში ჩაერთოს. ეს არის დამაიმედებელი პირველი ნაბიჯი”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

ელჩი ყველა მხარეს მოუწოდებს, პატივი სცენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ამ მოლენების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით გარკვეული წუხილები გვაქვს. როგორც იცით, შუალედურ ღონისძიებაში საუბარია გარკვეულ მოთხოვნებზე. პირველი, ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებული მოთხოვნა, რომ დაასრულოს შიმშილობა და ამის პარალელურად მთავრობასთან დაკავშირებული მოწოდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ყველაფერ ამის შესახებ სასამართლოს ინფორმაცია 24 ნოემბრამდე უნდა მიეწოდოს. ვფიქრობ, ეს არის დაბალანსებული მიდგომა, რომელიც, იმედია, გამოიწვევს სიტუაციას როდესაც გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით წინსვლა იქნება შესაძლებელი, განსაკუთრებით კი ყველაზე მწვავე საკითხთან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხო მდგომარეობასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას და იმოქმედონ რაც შეიძლება სწრაფად მის შესასრულებლად“, – განაცხადა ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები