საქართველოში კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 744 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4744 პირი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 77 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 9.98%, ბოლო შვიდი დღის – 10.19%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 771 381 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 705 312 გამოჯანმრთელდა, 10 739 კი, გარდაიცვალა.