აშშ-ის საელჩო გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო ოჯახსა და ქართველი ხალხს თანაუგრძნობს

აშშ-ის საელჩო Facebook-ზე ქართველი დიპლომატის, პუბლიცისტის, მწერლის, პედაგოგისა და ტელეწამყვანის – გელა ჩარკვიანის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

„ძალიან დაგვამწუხრა გუშინ ყველასათვის საყვარელი დიპლომატის, პუბლიცისტის, მწერლისა და პედაგოგის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების ამბავმა.

შეერთებული შტატების საელჩო გულწრფელად თანაუგრძნობს ოჯახსა და ქართველ ხალხს, რომელმაც განსაკუთრებული პატივი და თაყვანისცემა გამოხატა ბატონი ჩარკვიანის მიმართ”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები