ვანო მაჭავარიანი: მთავრობაში საკადრო ცვლილებები ნორმალური პროცესია
საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მჩეველი ვანო მაჭავარიანი აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები ნორმალური პროცესია. ვანო მაჭავარიანი პრემიერის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სხვა მინისტრების მხრიდან ერთგვარ გაფრთხილებად მიიჩნევს.
„მას აქვს შესაძლებლობა,რომ ეს ცვლილებები განახორციელოს.თუ დავინახავთ, რომ პრეზიდენტმა თავისი კორექტირებები შეიტანა და მთავრობაში იქნებიან წარმოდგენილი ადამიანები,რომელიც ასევე პრეზიდენტის მიერ იქნება შეთავაზებული,ერთობლივი პასუხისმგებლობის თემაა. ვფიქრობ,რომ წლის ბოლოს გამოჩნდება რამდენად ეფექტურია საგარეო მიმართულება, ფინანსური თუ ეკონომიკური მიმართულება,საბიუჯეტო მიმართულება ამ თვალთაზრისით არის თავისთავად შეფერხებები“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.