ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება. ე.წ. ნავთლუღის საქმესთან დაკავშირებით კვლავ ბრალდებების მხარის მოწმეები დაიკითხებიან, რის შემდეგაც სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებების მოსმენაზე გადავა. წინა პროცესზე დაიკითხა ციხის თანამშრომელი გიორგი კიკნაველიძე, რომელმაც,დაცვის მხარის ინფორმაციით, ჩვენება ბაჩო ახალაიას უდანაშაულობის შესახებ მისცა.
საქმე ეხება 2006 წელს მომხდარ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციას, რომლის დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა. საქმეში ბრალდებულები არიან ბაჩო ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, მეგის და ლევან ქარდავები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები