ელისო ბოლქვაძის ხელშეწყობით, იუნესკო-ს წარმომადგენლებთან მუშაობის შედეგად, ქალაქ ბათუმს ახალი კრეატიული ქალაქების მსოფლიო ნუსხაში შეიყვანენ

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელშეწყობით, იუნესკო-ს წარმომადგენლებთან მუშაობის შედეგად, მიღწეულ იქნა, ქალაქ ბათუმის შეყვანა ახალი კრეატიული ქალაქების მსოფლიო ნუსხაში.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს მარგალიტმა, შავი ზღვის კურორტმა, ბათუმმა 49 ახალ წევრს შორის თავი დაიმკვიდრა, როგორც მუსიკალურმა ქალაქმა. იუნესკო-ს ინიციატივა 246-ზე მეტ ქალაქს აერთიანებს. ამ სიაში, ასევე, ფიგურირებენ ქალაქები, რომლებიც სტრატეგიულ ფაქტორად მდგრადი ურბანული განვითარებისთვის შემოქმედებით მხარეს იყენებენ.

პროგრამის მთავარი მიზანია ქალაქებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა. მთავარ მიმართულებას, ადგილობრივი შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების განვითარება და წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს, რაც მსოფლიო ცნობადობას და საერთაშორისო ტურიზმის სწრაფ განვითარებას ზრდის. ქალაქები ერთად მუშაობენ საერთო მიზნის მისაღწევად”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები