დღეს თბილისში, ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ,,ნაცმოძრაობის”საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 11:00 საათზე ოპოზიცია 4 სხვადასხვა ადგილას საპროტესტო აქციას გამართავს. ჯანდაცვის სამინისტრო, მოდულის შენობა და იუსტიციის სამინისტრო – ეს ის დაწესებულებებია, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები მივლენ.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ რომელ დაწესებულებასთან გაიმართება მეოთხე საპროტესტო აქცია.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ყოველ დილით მხარდამჭერებს გააცნობენ კონკრეტულ გეგმას, თუ სად გაიმართება საპროტესტო აქციები, თუმცა, ერთი ადგილი ყოველთვის იქნება ისეთი, რომელიც წინასწარ არ იქნება გაჟღერებული.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქციები იქნება უწყვეტი. პროტესტის მონაწილეები, პირველ ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. ისინი ასევე არჩევნების “მიტაცებას” აპროტესტებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები