სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, ტომოგრაფიის აპარატი სამკურნალო დაწესებულებაში ჯერ კიდევ არ დაუმონტაჟებიათ
სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, ტომოგრაფიის აპარატი გლდანის პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო დაწესებულებაში ჯერ კიდევ არ დაუმონტაჟებიათ.
“არ დაუმონტაჟებიათ. ახლა ვნახე შესასვლელში დგას, მაგრამ მარტო კომპიუტერულ ტომოგრაფიაში არ არის საქმე. საქმე იმაშია, რომ ავადმყოფს არ უნდა აქ მკურნალობა”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმის თქმით, ის მხნედ გამოიყურება, მაგრამ არის სუსტად.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მისმა პირადმა ექიმმა ექს-პრეზიდენტი დღეს პირველად ნახა.
ამასთან, ციხეში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი 8 ნოემბერს მიიტანეს.