ვახტანგ ჭარაია: მივესალმები კონკურენციის სააგენტოს და პრემიერ-მინისტრის წამოწყებას ფარმაცევტული სექტორის საბოლოოდ დარეგულირებასთან დაკავშირებით

მივესალმები კონკურენციის სააგენტოს და პრემიერ-მინისტრის წამოწყებას ფარმაცევტული სექტორის საბოლოოდ დარეგულირებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკები არ ცნობს ჰოლდინგურ სისტემას ჯანდაცვის სისტემაში, არც საკუთარი წამლების გამოწერას პაციენტისთვის და არც ოლიგოპოლიურ კავშირებს, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია საქართველოს შემთხვევაში.

როგორც იქნა, ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგების დროც დადგა. ეს იმ კატეგორიათა რეფორმას განეკუთვნება, რომელიც დაუყოვნებლივ და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის კეთილდღეობას. მართალია, ჩემი დამოკიდებულება ზოგადად პრობიზნესურია, თუმცა ეს ის შემთხვევაა როდესაც მრავალწახნაგოვან მიზეზთა გამო ნათლად იკვეთება მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფა, იქნება ეს შეუსაბამო საკანონმდებლო ბაზის, არასკმარისი კონკურენციის, მუტირებული სტრუქტურის თუ სხვათა შედეგად.

„შესაბამისად, ყველანაირად მივესალმები კონკურენციის სააგენტოს და პრემიერ მინისტრის წამოწყებას ამ სექტორის საბოლოოდ დარეგულირებასთან დაკავშირებით. დადგა დრო ფარმცევტულ სექტორში კონკურენციამ და სამართლიანობამ დაისადგუროს,“ – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები