სააკაშვილის პირადი ექიმი: მთელი დღეა, აქ ვდგავარ და საშვი არ მოუციათ, გვითხრეს, რომ დაგვეცადა, მაგრამ პასუხი ახლაც არ მიგვიღია

“გუშინაც აქ ვიყავი, დღესაც მთელი დღეა, აქ ვდგავარ და საშვი არ მოუციათ. გვითხრეს, რომ დაგვეცადა, მაგრამ პასუხი ახლაც არ მიგვიღია”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გლდანის ციხესთან განაცხადა, სადაც ის შესვლას ითხოვს.

ექიმის თქმით, ის არ არის დარწმუნებული, რომ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დასწრებას შეძლებს.

„დღეს დაახლოებით 2 საათიდან აქ ვარ, მაგრამ ახლაც ვერ ვახერხებ შესვლას. ძალიან რთული საკითხია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დასწრებას სასამართლო სხდომაზე, რაც ადვოკატებისგან მესმის, არ ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილი სასამართლოს სხდომაზე დასწრებას შეძლებს. ადვოკატები ამბობენ, რომ ხელები უკანკალებს”, – განაცხადა ყიფშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები