ივანე ჩხაიძე: კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 15% ბავშვია, რაც დაბალი მაჩვენებელი არ არის
“1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული 100 პირიდან 15 ბავშვია, რაც არ არის დაბალი მაჩვენებელი”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბავშვების 8.3%-ს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.
„1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 90 000 ბავშვი იყო ინფიცირებული კორონავირუსით და თუ პროცენტულად გავთვლით, ინფიცირებულთა შორის 15 %-არის ბავშვი, ანუ 100 ინფიცირებულიდან 15 არის ბავშვი და არ მგონია, რომ ეს იყოს დაბალი მაჩვენებელი, პირიქით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის შემდეგ მოიმატა ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა. თუ დასაწყისში იყო 7 %, შემდეგ – „ალფა“ შემთხვევაში 10%, ახლა არის 15%, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
ჩვენ არ ვთვლით, რომ ბავშვებში კორონავირუსი მიმდინარეობს მსუბუქად, ასევე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშით, ბავშვების 8.3%-ს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ანუ 100 ინფიცირებული ბავშვიდან 9 ხვდება საავადმყოფოში. დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ბავშვთა გარდაცვალების 8 შემთხვევაა დაფიქსირებული”, – აცხადებს ჩხაიძე.