კელი დეგნანმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ადგილი ყვავილებით შეამკო

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის ადგილი ყვავილებით შეამკო.

ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ ბათუმში პირველი ვიზიტისას, ელჩმა, კელი დეგნანმა ამერიკელი ხალხის სახელით ყვავილებით შეამკო ის ადგილი, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.

ამერიკის საელჩო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და ბათუმის საზოგადოებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები