ამირან გამყრელიძე: სასურველია, რომ მოსახლეობა, რისკ ჯგუფები აიცრან გრიპის ვაქცინით, განსაკუთრებით მოვუწოდებ ორსულ ქალბატონებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვაქცინით აცრისკენ მოუწოდებს.

„როგორც ვიცი, მოთხოვნილება არის. გუშინდელი რიცხვით, 47 ათასამდე ადამიანი იყო აცრილები. ეს არც ძალიან კარგია, არც ძალიან ცუდი. გრიპის 200 ათასი დოზა ვაქცინა შეიძინა სახელმწიფომ და სასურველია, რომ მოსახლეობა, პირველ ყოვლისა, რისკ ჯგუფები აიცრან. განსაკუთრებით მოვუწოდებ ორსულ ქალბატონებს. ამ ორივე ვირუსს – კორონასა და გრიპის ვირუსს განსაკუთრებული ტროპიზმი აქვს, ვთხოვ მათ, ორივე ვაქცინაზე აიცრან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები