მაია ჩხაიძე: რეანიმაციაში გვყავს 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები თანმხლები დაავადებებით, არცერთი აცრილი არ არის
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 141 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, რეანიმაციაში არიან 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები თანმხლები დაავადებებით – ისინი აცრილები არ არიან.
“ჩვენთან 141 პაციენტი მკურნალობს, რეანიმაციაში 21 პაციენტია მოთავსებული, მათი ნახევარი წლამდე ასაკის ბავშვია. რეანიმაციაში გვყავს 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები.
მაინტერესებდა მშობლის აზრი, რატომ არ აცრეს – სერიოზული თანმხლები დაავადებით არიან ამ ასაკის ბავშვები რეანიმაციაში და არცერთი აცრილი არ არის”, – ამბობს მაია ჩხაიძე.