“შესაძლოა, გაიზარდოს იმ ობიექტების ნუსხა, სადაც ე.წ. მწვანე პასპორტის მოქმედება გავრცელდება”

“შესაძლოა, გაიზარდოს იმ ობიექტების ნუსხა, სადაც ე.წ. მწვანე პასპორტის მოქმედება გავრცელდება”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

​​„ჩვენ გვაქვს ჩამოთვლილი ობიექტების პირველადი შეფასება, მაგრამ ეს იქნება პირველი ნაბიჯი და შესაძლებელია, ამ ობიექტების სია გაფართოვდეს. დეტალურადაა ნაჩვენები, რომ იმ ქვეყნებში სადაც ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდა, ყველგან მნიშვნელოვნად გაიზარდა იმუნიზაციის მაჩვენებელი. ჩვენც ველოდებით იმუნიზაციის მაჩვენებლის ზრდას, კარგი იქნებოდა, ეს გადაწყვეტილება ადრე ყოფილიყო მიღებული,“- განაცხადა ჩხაიძემ.

„მწვანე პასპორტის“ კონცეფცია 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები