ამირან გამყრელიძე: ძალიან რთული ეპიდვითარებაა ქვეყანაში, ყველა ინდიკატორი გაუარესებულია

“ძალიან რთულია ეპიდვითარება ქვეყანაში. ყველა ინდიკატორი არის გაუარესებული”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუსტერი ხალხმრავალი შეკრებებია.

„მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს – ჯანმრთელობა დგას ყველაზე მაღლა. ეს არის ყველაზე დიდი უფლება უფლებათა შორის – სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება. გავუფრთხილდეთ. ყოველდღიურად 70 გარდაცვლილს გადავაჭარბეთ. 15 გვაქვს მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჩვენთვის ზღვრული არის 8-9. ამ დროს სერიოზული ზომები უნდა მივიღოთ. 35%-ზეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც აცრის შემდეგ ყველაზე დამცველი საშუალებაა. გუშინ ოდნავ მოიმატა, 5 ათასს გადააჭარბა {აცრების რაოდენობამ}. 5 ათასი არაფერია, როცა 20-25 ათასს ვაკეთებდით დღეში, მაგრამ ცოტა გამიხარდა, რომ რაღაც ტენდენცია თითქოს გამოჩნდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები