კახა კალაძე: მთელი გულით ვწუხვარ გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი ადამიანის – გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო

“მთელი გულით ვწუხვარ გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი ადამიანის – გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო”, – ამის შესახებ თბილისის მერის, კახა კალაძის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

“თბილისს დააკლდა ადამიანი, რომელიც თავისი საქმიანობით, საკუთარი შემოქმედებით ავსებდა და სიცოცხლეს სძენდა ჩვენი ქალაქის ცხოვრებას. საქართველომ დაკარგა ცნობილი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი, ტელეწამყვანი.
ვიზიარებ გელა ჩარკვიანის ოჯახის, მისი მეგობრების, კოლეგებისა და მთელი საქართველოს ტკივილს”, – ნათქვამია კალაძის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები