ირაკლი ღარიბაშვილი: გელა ჩარკვიანის ცხოვრება ყოველთვის მრავალმხრივ საინტერესო და საზოგადოებრივად დატვირთული იყო

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პუბლიცისტისა და დიპლომატის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ პრემიერის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

“მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, დიპლომატის, პუბლიცისტისა და სახელგანთქმული პედაგოგის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო.
გელა ჩარკვიანის ცხოვრება ყოველთვის მრავალმხრივ საინტერესო და საზოგადოებრივად დატვირთული იყო, რასაც მისი პროგრესულობა და პიროვნული ხიბლი განაპირობებდა.
ვუსამძიმრებ გელა ჩარკვიანის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს”, – ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები