საქართველოში კორონავირუსის 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 792 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 792 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 792 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 75 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 033 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 545, „პისიარ“ ტესტით – 13 488.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,57%, ბოლო 14 დღის – 9,78%, ბოლო შვიდი დღის – 10,46%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 761 067 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 696 921 გამოჯანმრთელდა, 10 584 კი, გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები