ოთარ გრიგოლია: 40 დღე შიმშილობის აქტი, იყო პოლიტიკური აფიორა, რომელზეც აიწია ეს მუხტი და ამდენ “პატივცემულ” ადამიანს დააწერინა 1000 სისულელე

ეკონომისტი ოთარ გრიგოლია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელიც უწყებამ რამდენიმე წუთის წინ გაასაჯაროვა.

ოთარ გრიგოლია ფიქრობს, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს.

როგორც ის წერს, 40 დღის ნაშიმშილარი ადამიანი, ორი ტანსაცმელებით სავსე პარკის თავისუფლად ტარებას წესით ვერ შეძლებდა.

“ვუყურებ ადამიანებს, მათ პოსტებს და მართლა მგონია, რომ საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რეალობა რა არის. რა სიმულაციასაც შექმნი იმ სიმულაციაში შეგიძლია გაატარო ცხოვრება.

კაცი კვდებაო, ბადრაგის დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდებაო და მრავალპროფილურ საავადმყოფოში თუ არ გადაიყვანთ მოკვდებაო.

ერთადერთი, რაც შეიძლება დანამდვილებით ვთქვათ ყველაფერი ამის შემდეგ არის რომ,  ნამდვილად არ კვდება! მეტიც 40 დღის ნაშიმშილარ ადამიანს, 2 ტანსაცმელებით სავსე პარკის თავისუფლად თრევა შეუძლია. 4 დღეა შიმშილობს ელენე ხოშტარია და 2 ჯერ გახდა შეუძლოდ.

40 დღე შიმშილობის აქტი, იყო პოლიტიკური აფიორა, რომელზეც აიწია ეს მუხტი და ამდენ “პატივცემულ” ადამიანს დააწერინა 1000 სისულელე

მომაკვდავს როგორ აკადრეთ და ბრალი დასდეთ არ შიმშილობსო

მთელი ეს ისტერიკა, აქციები, შიმშილობები, შეურაცხყოფა და პოლიტიკური დღისწესრიგი აგებულია იმაზე, რომ შიმშილობს და კვდება კაციო, თურმე არ შიმშილობს და მითუმეტეს არ კვდება.

იმედია მომავალშიც არ იშიმშილებს

ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას!

პანდემიის დროს, როდესაც ათობით ადამიანი კვდება ყოველდღე, უბრალოდ არაეთიკურია საკუთარ პერსონაზე ამხელა ყურადღების მიპყრობა არაფრის გამო”, – წერს ეკონომისტი.

ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრები გაასაჯაროვა.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ”, – წერია პენიტენციურმა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები