ნინო ლომჯარია: პატიმრების შეძახილები ნამდვილად არის, როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ასევე, ესმოდა პალატაშიც
ვადასტურებ, პატიმრების შეძახილები ნამდვილად არის. გარეთ ნამდვილად ისმის. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ასევე, ესმოდა პალატაშიც, თუმცა, როცა იქ ვიყავი, ტელევიზორიც იყო ჩართული და არ მესმოდა, მაგრამ ნამდვილად, შესვლის და გამოსვლის დროსაც, ეს ხმაური დავაფიქსირე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ომბუდსმენის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კონტაქტურია.
„კატეს აპარატი ჯერჯერობით დგას დერეფანში და აცხადებენ, რომ ეს დამონტაჟდება.
ის მთელი დღის განმავლობაში უარს აცხადებდა სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების მიღებაზე, ის კონტაქტურია“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ცნობისთვის, გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, ხმაური იყო.კერძოდ, ციხის ერთ-ერთი კორპუსიდან პატიმრების შეძახილები ისმოდა. პატიმრები მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ. ამასთან, პატიმრები სააკაშვილის მიმართ პროტესტს შუქის მუდმივი ანთება-ჩაქრობითაც გამოხატავდნენ.