ნინო ლომჯარია სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ – როგორც მან მითხრა, ის მოატყუეს, რადგან მას უთხრეს, რომ გადაჰყავდათ მრავალპროფილურ საავადმყოფოში და ნებაყოფლობით გაჰყვა
როგორც მან მითხრა, ის მოატყუეს, რადგან მას უთხრეს რომ გადაჰყავდათ მრავალპროფილურ საავადმყოფოში და ნებაყოფლობით გაჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რაც შეეხება დაზიანებულ აპარატურას, როგორც ნინო ლომჯარიამ თქვა მას ის არ უნახავს.
“როგორც მან მითხრა, ის მოატყუეს, რადგან მას უთხრეს რომ გადაჰყავდათ მრავალპროფილურ საავადმყოფოში და ნებაყოფლობით გაჰყვა.
რაც შეეხება დაზიანებულ აპარატურას მე არ მინახავს, თუმცა ამაზე თანამშრომლებმა გააკეთეს განცხადება. როგორც მან მითხრა მას ესმოდა პატიმრების შეძახილები”, – განაცხადა ლომჯარიამ.