ლაშა ხუციშვილი: 2022 წლის იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის გათვალისწინებულია ხელფასების გაზრდა, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის გათვალისწინებულია ხელფასების გაზრდა, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით.
„მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ასევე, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების ყველა თანამშრომელს”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით საჭირო თანხები ჯერ კიდევ გასულ წელს გაცემული დაპირების შესაბამისად აისახა 2022 წლის ბიუჯეტში.