თამარ გაბუნია: ვფიქრობთ, ხვალ დაანონსდება გადაწყვეტილება და დაიწყება 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია

“ვფიქრობთ, ხვალ დაანონსდება გადაწყვეტილება და დაიწყება 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია მშობლების თანხმობით იქნება შესაძლებელი.

„ექსპერტების ჯგუფმა გაუწია რეკომენდაცია 12-დან 15 წლამდე ბავშვების აცრას „ფაიზერის“ ორივე დოზით. ამასთან დაკავშირებით ხვალ საბოლოო სახით იმსჯელებს ვაქცინაციის უწყებათაშორისი საბჭო და ვფიქრობთ, რომ ხვალვე დაანონსდება ამ გადაწყვეტილების შესახებ და დაიწყება ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ნებისმიერი ბავშვისთვის, ბუნებრივია, მშობლის თანხმობით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები