სააკაშვილის ექიმი: კონსილიუმმა მიიღო გადაწყვეტილება, ავადმყოფი გადაუდებლად გადაიყვანონ მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში

”კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფი იქნეს გადაყვანილი გადაუდებლად, მაღალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ კონსილიუმთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ციხეში კონსილიუმის სხდომა უკვე დასრულდა, თუმცა, თავად პატიმარი ექიმებს არ უნახავთ.
ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, გადაწყვეტილება ანალიზების პასუხების მაჩვენებლებზე დაყრდნობით მიიღეს. ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, მათთან შეხვედრაზე უარი თავად მესამე პრეზიდენტმა თქვა.

ყიფშიძე არ გამორიცხავს, რომ ჰოსპიტალიზაცია დღესვე მოხდეს, თუმცა, სად, ამ ეტაპზე, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები