შალვა პაპუაშვილი: ცდილობენ, ხალხის გვერდის ავლით არიონ სიტუაცია და დაიბრუნონ ძალაუფლება
“ნაციონალურ მოძრაობას” ისევ დესტრუქციული დღის წესრიგი აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა დღეს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პარტია სიტუაციის არევასა და ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს.
“პოლიციის მობილიზება, რა თქმა უნდა, შეეხება დღევანდელ აქციას. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგს, მათ აქვთ ისევ დესტრუქციული დღის წესრიგი, მათ არ მოსწონთ, რომ ხალხი არ აძლევს დემოკრატიულ მანდატს და ცდილობენ, ხალხის გვერდის ავლით არიონ სიტუაცია და დაიბრუნონ ძალაუფლება”, – ამბობს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქცია დღეს 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.