“გირჩი” ოპოზიციის აქციას არ უერთდება – “სააკაშვილის ციხიდან გამოშვება “ნაცმოძრაობის” საქმეა”

პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ დღევანდელ აქციას პარტია არ უერთდება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა და ამ საქმეში ჩარევას არ აპირებენ.

„დღევანდელ აქციას არ ვუერთდებით, რადგან მიმაჩნია, რომ, პირველ ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვება არის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმე და მათი აქცია. ამ საქმეში აქამდეც არ ჩავრეულვართ და ახლაც არ ვაპირებთ ჩარევას, თუმცა, კოლეგებს წარმატებას ვუსურვებთ. მთავარი ამოცანაა ის, შეგიძლია თუ არა, ხალხს დაანახო უსამართლობა, ამ იდეით აანთო და ქუჩაში გამოიყვანო. სკეპტიკური ვარ იმის მიმართ, რომ ხალხი მიხეილ სააკაშვილის გადათავისუფლებლად ქუჩაში გამოვიდეს. მით უმეტეს, მაშინ, როცა არ იცი, გამარჯვების შემთხვევაში, რა გელოდება და როგორ საქართველოში იცხოვრებ. ვიდრე ამას არ იტყვიან, ამ აქციაზე უფრო ნაკლები ადამიანი მივა“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები