გიორგი ვოლსკი: ილია ჭავჭავაძის ხელდასხმით იყო შექმნილი ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება აჭარაში, რომელსაც სათავეში ჩემი დიდი ბაბუა ედგა
პარლამეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ილია ჭავჭავაძისა და მისი დიდი ბაბუის მეგობრობის შესახებ საუბრობს.
„დღეს წმინდა ილია მართლის დაბადების დღეა! ილია ჭავჭავაძის ხელდასხმით იყო შექმნილი ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ახლადდახსნილ აჭარაში, რომელსაც სათავეში ჩემი დიდი ბაბუა ედგა. მასთან ჩერდებოდა დიდი ილია ბათუმში ყოფნისას. ეს წერია ამ დაფაზე. მეამაყება და გაგიბედეთ ფოტოს დადება“, – წერს გიორგი ვოლსკი.