ვინ არის საქართველოზე შეყვარებული კანადელი ბიზნესმენი
ფრენკ მუზონე საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, 45 წლის კანადელი ბიზნესმენია.
თავდაპირველად, ის საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის სასტუმროს გენერალურ მენეჯერად მოიწვიეს.
„ბევრ სხვა ქვეყანაში მიმუშავია და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ არცერთ ქვეყანაში ასეთი სითბო და სტუმართმოყვარეობა არ მიგრძნია.
თქვენ მასწავლეთ სტუმართმოყვარეობა მაშინ, როცა ჩემი მოვალეობა იყო, რომ თქვენთვის მესწავლებინა – ყველა სტუმარი ღვთის საჩუქარია“, – ეს სიტყვები ფრენკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ჩვენ გაგვიჩნდა სურვილი, უფრო ახლოს გაგვეცნო ფრენკი ჩვენი მკითხველისთვის.
– რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
– ყმაწვილობიდან მიზიდავდა სტუმართმოყვარეობის ინსდუსტრია. იმის მიუხედავად, რომ მამაჩემი ინჟინერობისკენ მაბიძგებდა, გული მაინც მომსახურების სფეროსკენ გამირბოდა. პატარა რომ იყავი, მაგიდას გავაწყობდი ხოლმე და ვითომ მიმტანი ვიყავი, ფერადი ფანქრებით მენიუს ვწერდი. ახლა 45 წლის ვარ და დღესაც ყველაზე მეტად ეს სფერო მიყვარს.
– თქვენი სტატუსიდან აშკარად ჩანს, რომ ძალიან გიყვართ საქართველო, თქვენი თვალით დანახული საქართველო როგორია?
– ჩემს გულში ძალიან დიდი ადგილი უკავია ამ ქვეყანას. 20 წლის განმავლობაში ძალიან ბევრგან მიცხოვრია, მათ შორის, იტალიაში, საფრანგეთში, შოტლანდიაში, ამერიკასა და გერკვეული პერიოდი ვიეტნამშიც. ძალიან უცნაურია, იმის მიუხედავად, რომ იტალიერი კანადელი ვარ, ორივე ქვეყანაში თავი ტურისტი მგონია, ხოლო საქართველში თავს ვგრძნობ, როგორც სახლში. ორ წელზე მეტია, ამ მშვენიერ ქვეყნაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. შემიყვარდა აქაური გემოები და შეხედულებები, საქართველოს გაცილებით მეტის შეთავაზება შეუძლია მსოფლიოსთვის. ამ ქვეყანამ მე შემცვალა, მაპოვნინა საკუთარი თავი და მეც მინდა, მას ვაპივნინო სათანადო ადგილი მსოფლიოს ტურიზმის რუკაზე.
– როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს უახლოეს 5 წელში?
– 5 წელში? მე ვხედავ საქართველოს უფრო ძლიერს, ვიდრე ის ოდესმე იყო! ქართველები არიან მამაცები – ეს მათ სისხლში აქვთ და მათი კულტურის ნაწილია. ომებსა და რთულ პოლიტიკურ პერიოდებში მათ შეინარჩუნეს სახელმწიფო და სიამაყით ეჭირათ საკუთარი დროშა. ასე იყო საუკუნეების განმავლობაში. რამდენჯერაც ეს ქვეყანა გადადგამს ერთ ნაბიჯს წინ, რაღაცები ხდება და მას ორი ნაბიჯით უკან აბრუნებენ. მაგრამ ქართველები არასდროს ნებდებიან, რადგან ისინი არიან ამაყები იმით, ვინც არიან და აქვთ უზომო სიყვარული თავიანთი მიწა-წყლის. ახლ კიდევ ერთხელ არის დრო, როდესაც ამ ულამაზეს წითელ-თეთრმა დროშამ უნდა იფრიალოს ისე მაღლა, რომ მთელმა სამყარომ დაინახოს როგორი ლამაზი და საოცარი ქვეყანა არის საქართველო! დროა, კარიბჭეები გაიხსნას!
– ახლა გაგვაცანით თქვენი გეგმები
– ჩემი გეგმები? ნუ, მე პირობა დავდე წლების უკან. ჩემი პირობა იყო, რომ დავბრუნებულიყავი და მონაწილეობა მიმეღო ამ ქვეყნის განვითარებაში. დავეხმარო ყველაფრით, რითიც შემიძლია და დავუბრუნო ყველა ის სიკეთე, რაც ამ ქვეყანამ მე მომცა. არანაირად არ მიმაჩნია, რომ მე უფრო ჭკვიანი ან უკეთსი ვარ, ვიდრე რომელიმე თქვენგანი, პირიქით, მე ყოველდღე ვსწავლობ რამე ახალს. მე არაფერი არ გამაბედნიერებს უფრო, ვიდრე თქვენთან ერთად რომ გავილაშქრო ამ დროშით ხელში. ტურიზმი არის ყველაფერი, რაც მე ვიცი, წლების განმავლობაშია ამ სფეროში ვარ, მრავალ ქვეყანაში ვმართავდი სასტუმროებს, რეზორტებს და სპებს. თუ რამეა, რაც მე ვიცი, ეს არის კლიენტების მომსახურეობა და საერთოდ სტუმართმოყვარეობა. ჩვენ გავხსენით ახალი კომპანია, სახელად – „ნოვო ჰოსპიტალიტი“. ეს კომპანია დაარსდა საქართველოში. მისი დახმარებით საქართველოს ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გაიცნობს და შეიყვარებს.
– თქვენი ცხოვრების წესი რა არის?
– მე მაქვს სამი წესი, რომელიც არასდროს უნდა დაირღვეს, ესენია: სიყვარული, მონდომება და ემპათია ყველასადმი.