ირაკლი კობახიძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე, ასევე, სტრატეგიულ საკითხებზე

„ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, არჩევნების შემდეგ განვითარებულ პროცესებზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ერიკა ოლსონთან შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში იყოს მშვიდობა.

„ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, არჩევნების შემდეგ განვითარებულ პროცესებზე. ასევე, საუბარი გვქონდა სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც ჩვენს რეგიონს უკავშირდება. ეს არის ორი ძირითადი თემა, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაზე შევეხეთ. ეს რეგიონში მისი პირველი ვიზიტია, ის ასევე ესტუმრა სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს. ასევე, მისი ამოცანა იყო იმ ვითარების მიმოხილვა, რომელიც, ზოგადად, რეგიონშია შექმნილი.

აქედან გამომდინარე, მას საუბარი ჰქონდა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ასევე რეგიონში არსებულ საერთო ვითარებაზე. ჩვენ ყველა თემაზე გვქონდა საუბარი და ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა დღის წესრიგი, ეს უნდა იყოს განვითარებაზე ორიენტირებული“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები