როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

10 ნოემბრამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +21 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები