ნანა კაკაბაძე: უარი უნდა ვუთხრათ 2007 წლის 7 ნოემბერს და ამ დღის შემოქმედებს
“ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ 2007 წლის 7 ნოემბერს და ამ დღის შემოქმედებს”, – ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს ტრიბუნა ალბათ ვერ დაიტევს ადამიანებს, ვისი სისხლიც ამ რეჟიმის დროს დაიღვარა, მაგრამ, მგონი მათი წარმომადგენლობა საკმარისია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაგახსენოთ ის, რაც აღარასოდეს უნდა დაბრუნდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ 2007 წლის 7 ნოემბერს და ამ დღის შემოქმედებს და ეს ამ დღიდან უნდა დაიწყოს”, – განაცხადა კაკაბაძემ.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ.