კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 635, იმერეთში – 766, კახეთში – 420
საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 635 შემთხვევა, აჭარა – 168, იმერეთი – 766, ქვემო ქართლი – 283, შიდა ქართლი – 246, გურია – 110, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 322, კახეთი – 420, მცხეთა-მთიანეთი – 59, სამცხე-ჯავახეთი – 80, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 53 613.
• 1 314 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 835 – თბილისში, 272 – აჭარაში.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 45, ხოლო აჭარაში – 3.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 6 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 270 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 201 ადამიანი.