გიორგი მშვენიერაძე: რაც ოპოზიციამ ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს, არის არაძალადობრიობა, რაც საერთოდაც არ ნიშნავს კანონების დარღვევაზე უარს
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, წერს, რომ ოპოზიციამ ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს არაძალადობრიობა და იყოს თანმიმდევრული და ღია.
„რაც ოპოზიციამ ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს, არის არაძალადობრიობა, რაც საერთოდაც არ ნიშნავს კანონების დარღვევაზე უარს. ამავდროულად, აუცილებელია იყოს თანმიმდევრული და ღია. ვისურვებდი, თითოეული ახალი აქტივობის წინ, ღიად აცნობოს ხელისუფლებას თავისი გეგმა, მოთხოვნა და შემდეგ დაიწყოს მოქმედება“, – წერს გიორგი მშვენიერაძე.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციისთვის ემზადება.