ნიკოლოზ ყიფშიძე: არ მინახავს მიხეილ სააკაშვილის ფაფის ჭამა

არ მინახავს მისი ფაფის ჭამა, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„არ ვიცი, არ მინახავს მისი ფაფის ჭამა. არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს, არ მინახავს მე ფაფა. ჰკითხეთ ბადრაგს, ციხის ექიმებს და ექთნებს, იქ ბევრი ხალხია, ყველგან კამერებია“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები