გია აბაშიძე: სანქციებსა და იზოლაციაზე საუბრები მხოლოდ მავნებელი სექტის მიმდევრების დასაპურებლად რჩება

“სანქციებსა და იზოლაციაზე საუბრები მხოლოდ მავნებელი სექტის მიმდევრების დასაპურებლად რჩება”, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, რომელიც დემოკრატიის სამიტზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ საქართველოს მიწვევას ეხმაურება.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიტიკოსების გარეშე ამგვარი მოსაწვევის გაცემა წარმოუდგენელია.

„საქართველო დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანაა საკუთარი ბუნებრივი და გამოსწორებადი ხარვეზებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიტიკოსების გარეშე ამგვარი მოსაწვევის გაცემა წარმოუდგენელია. სანქციებსა და იზოლაციაზე საუბრები კი რჩება მხოლოდ მავნებელი სექტის მიმდევრების დასაპურებლად“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები