რამდენად ეფექტურია ვაქცინაცია ორსულებისთვის – საქართველოში კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 17 ორსული ემსხვერპლა
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, ორსულებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 7 338-ს შეადგენდა, რაც 8.6%-ია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა,
ანგარიშის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან ლეტალური შემთხვევა აღირიცხა 17 შემთხვევაში, აქედან 1 -2020 წელს, ხოლო 16 -2021 წელს, მათ შორის არცერთი არ იყო ვაქცინირებული.
ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. რეგიონების მიხედვით კი ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სრულად ვაქცინირებულ ორსულებში კორონავირუსით ინფიცირება ძალიან დაბალია. ანგარიშის თანახმად, ასაკის მატებასთან ერთად, ორსულებში იზრდება ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი.