ივანე ჩხაიძე: შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია

“შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ასაკის მოზარდებში ვაქცინაციას ორმაგი დატვირთვა აქვს.

„შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას ორმაგი დატვირთვა აქვს: ერთი, რომ „დელტა“ ვარიანტის ფონზე მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა ბავშვებში, მოიმატა ბავშვების მიმართვიანობამ სამედიცინო დაწესებულებებში და მეორე, ბავშვები კორონავირუსის აქტიური გადამტანები არიან“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები